კოლეგებთან შეხვედრა

კოლეგებთან შეხვედრა



კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა
სამუშაო შეხვედრებში მონაწილის
რეფლექსია

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: ანა შავლოხაშვილი
შეხვედრების თარიღი:  11.11.2019;  15.11.2019;  19.11.2019
შეხვედრების თემა:   განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება სასწავლო  პროცესში

შეხვედრების  მიზანი:  
·         საკუთარი პროფესიული ცოდნის ამაღლება - სხვადასხვა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების  გაცნობა;
·         განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების სწორად გამოყენების დაუფლება;
·         განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში.

რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?

შეხვედრის თემა იყო:  განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება სასწავლო  პროცესში. კერძოდ, საკუთარი პროფესიული ცოდნის ამაღლება - სხვადასხვა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების  გაცნობა; განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების სწორად გამოყენების დაუფლება; და მათი გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში.

რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის შერჩეული თემა?

2019 წლის 11, 15 და 19 ნოემბერს  გამოცდილების გაზიარების მიზნით შედგა კოლეგებთან შეხვედრა. ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით  „განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში“, რომელიც სასიამოვნო კოლეგიალურ და სამუშაო გარემოში წარიმართა.  ეს იყო, ჩემი აზრით, საინტერესო და საქმიანი შეხვედრები, აღნიშნული საკითხი აქტუალურია, რადგან განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს თუ რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი, ეს კი მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სწავლება და მიააღწიოს სასწავლო მიზანს, განმავითარებელი შეფასების ინსტუმენტის გამოყენება საშუალებას იძლევა გაკვეთილზე შევიტანო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები, რაც იწვევს ბავშვებში სასწავლო მოტივაციების ამაღლებას.
რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
   
   პირველ  სამუშაო შეხვედრის დროს განვიხილეთ განმავითარებელი შეფასება და შეფასების ინსტრუმენტების სახეები. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით მასწავლებელი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა შესასწავლი მასალა, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი სწავლების პროცესში, რა გამოსდით კარგად და რამდენად ეფექტიანია სასწავლო პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გამოყოს სათანადო დრო განმავითარებელი შეფასების შედეგების გასაანალიზებლად, დაფიქრდეს რას ეუბნება მას ეს შედეგები მოსწავლეთა სასწავლო საჭიროებების შესახებ და დაგეგმოს შემდგომი აქტივობები. ყოველივე ეს კი ეხმარება სწავლების სწორად დაგეგმვაში.  განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში, რაც საშუალებას მომცემს ეფექტურად გამოვიყენო საგაკვეთილო დრო.
       მეორე სამუშაო შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან, ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ინსტრუმენტი „სწრაფი წერითი სამუშაო“ -  რომელიც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა ვარიაციებს, როგორიცაა
·         სწრაფი ჩანაწერი;
·         ერწუთიანი ესე;
·         ერთწინადადებიანი შეჯამება;
·         დაუსრულებებლი წინადადებები.
ამ ინსტრუმენტების დახმარებით მასწავლებელს შეუძლია ძალიან მოკლე დროში შეიქმნას წარმოდგენა სასწავლო საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა მზაობის, გაგება-გააზრების, ინტერესებისა და დამოკიდებულების შესახებ. საინტერესო იყო ის, რომ არ არის საჭირო მასწავლებელმა ყოველ ჯერზე მოაგროვოს მოსწავლეთა წერითი ნამუშევრები და სათითაოდ გაეცნოს მათ, შესაძლებელია, მასწავლებელმა რამდენიმე მოსწავლეს სთხოვოს, საკუთარი ნააზრევი ხმამაღლა გაუზიაროს კლასს. შემდეგ მოაწყოს მცირე დისკუსია, რომლის დროსაც მოისმენს დანარჩენი მოსწავლეების შეხედულებებს.. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ხდება კრიტიკული აზროვნებისა და სტრუქტურირებული წერის უნარების განვითარება, ვინაიდან სათქმელის მოკლედ გადმოსაცემად აუცილბელია ინფორმაციის დახარისხება, მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიცირება და დასკვნის გაკეთება.. ამ ინსტრუმენტის გამოყენება უცხო იყო ჩემთვის. ვეცდები ხშირად გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში.
როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?

მესამე შეხვედრაზე წარმოვადგინე საგაკვეთილო პროცესზე გამოყენებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი: „შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები“.
შესასვლელი ბილეთის მიზანი იყო გაკვეთილის დასაწყისში მომეპოვებინა ინფორმაცია მოსწავლეთა წინარე ცოდნის, ინტერესებისა და მანამდე არსებული ღირებულებების  შესახებ და საჭიროების მიხედვით გამომეყენებინა გაკვეთილში ცვლილების შესატანად.
გასასვლელი ბილეთის მიზანი იყო გაკვეთილის ბოლოს მიმეღო ინფორმაცია მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება - გააზრების შესახებ, სწავლების პროცესთან დაკავშირებით მოსწავლეთა მოსაზრებებისა და შეხედუებების შესახებ.
ცხრილში მოცემულია ერთ-ერთი მოსწავლის  ჩანაწერი:
თემა: დასარტყამი ინსტრუმენტები
კითხვა: სურათის მიხედვით დაასახელე ინსტრუმენტები და იპოვე შეცდომა
შესასვლელი ბილეთი
სახელი და გვარი .....
გაკვეთილის მიზანი: დასარტყამი ინსტრმენტების შესწავლა
რა არის ცნობილი ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით:

ვიცი როგორ გავარჩიო დასარტყამი ინსტრუმეტი სხვა ინსტრუმენტისაგან,
მაგრამ არ ვიცი, რა განსხვავება/მსგავებაა მათ შორის?

რა არის ჩემი მიზანი ამ გაკვეთილზე?


ჩემი მიზანია, გავარკვიო, როგორ გამოვიყენებ ამ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში.


  გასასვლელი ბილეთი:
დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო - დასარტყამი ინსტრმენტების შესწავლა

 ყველაზე მნიშვნელოვანირამ, რაც ამ გაკვეთილიდან დამამახსოვრდა:

ბუნებაში არსებობს მხოლოდ ქართული და სომხური დოლი და ესენიც კი განსხვავდება ერთმანეთისგანქართულ დოლს აქვს გადაკრული ცხვრის ტყავი, ხოლო სომხურს.. პლასტიკატი.

ამ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დამეხმარება თუ საყიდელი მაქვს რაიმე დასარტამი ინსტრმენტი მაგ: დოლი, როგორ განვასხვავო ქართული დოი სომხურისაგან.


ამ ინსტრუმენტის გამოყენებამ მომცა საშუალება გაკვეთილის დაწყების პირველივე წუთებიდან მიმემართა მოსწავლეთა ყურადღება შესასწავლ საკითხზე და შემექმნა ეფექტური სასწავლო გარემო, ხოლო გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე.

მუშა ჯგუფის წევრებსა და ტრენერს შორის იყო მუდმივი ურთიერთობა, როგორც პირადი, ისე სატელეფონო და სოციალური ქსელებით.  სიამოვნებით გავაგრძელებდი თქვენთან თანამშრომლობას და ვისწავლიდი სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას, კერძოდ გრაფიკულ ორგანიზატორებს.



No comments:

Post a Comment