„ნუ ამოხევ რვეულიდან ფურცელს, ნუ გასწირავ ხეს’’


1
პროექტის სახელწოდება
ნუ ამოხევ რვეულიდან ფურცელს , ნუ გაწირავ ხეს’’          
2
სამიზნე ჯგუფი
საბაზო-მე-7 კლასი                                            
3
პროექტის ჩატარების ადგილი
სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა

4
პროექტის ხანგრძლივობა
4 კვირა   
5
პროექტის მისაღწევი მიზნები/ შედეგები

·     მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება;
·     კრიტიკული აზროვნების განვითარება;
·     დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
·     გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
·      მოსწავლეებს ეცოდინებათ რისთვის უნდა მოუფრთხილდნენ ტყეს
·      ძველი და თანამედროვე საწერი საშუალებების მნიშვნელობას ტყავსა და ფურცელს შორის უპირატესობის დადგენა
·     შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ქვეყნის პატრიარქზე რომელიც მოუწოდებს: წელიწადში რამდენი ხე უნდა დარგონ
·   მოსწავლეები აღარ ამოხევენ ფურცლებს რვეულიდან, არ დაანაგვიანებენ კლასს, არ იქნება დაძაბული კლასში იმის გამო ,რომ ვინმე ქარალდის სროლით მოაბეზრებს  თავს და შეაწუხებს.
·   დაძველებულ ფურცლებს არ გადაყრიან და მაკულატურად აქცევენ და ჩააბარებენ, სამაგიეროდ მიიღებენ მათ საყვარელ ილუსტრირებულ ლამაზ, ხარისხიან წიგნებს.
6
პროექტის აქტუალობა:    

მიუხედავად  იმისა, რომ ბიოლოგიის გაკვეთილზე განიხილება ხის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. მოსწავლეების დიდი ნაწილი არ უფრთხილდება რვეულის ფურცლებს ,ხევენ ანადგურებენ რვეულებს დასვენებებზე  , ერთმანეთს სვრიან გუნდათ ქცეულ და თვითმფრინავად გადაქცეულ ფურცლის ნაგლეჯებს და კლასის იატაკი  მუდამ დაფარულია ქაღალდებით.ეს მოქმედება,მოსწავლეებს  შორის იწვევს  კონფლიქტს,რაც საფუძველი ხდება ბავშვებს შორის  არაჯანსაღი კომუნიკაციისა.  როგორც დამრიგებელმა,  საჭიროდ ჩავთვალე ფართოდ გამეცნო  პირველ რიგში მოსწავლეებისათვის ,თუ რა ზიანი მოგვადგება ტყის გაჩეხვის გამო. ასევე ვესაუბრე რვეულის ფურცლის უყაირათოდ გამოყენებისას  , ზიანი მოგვადგება როგორც ჩვენ, ასევე ჩვენ მომავლ თაობას .ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე  სადამრიგებლო კლასის  ბავშვებთან მემუშავა ამ თემის ირგვლივ, უფრო ამომწურავად და ვრცლად. ეს ხელს შეუწყობს ინტერ- კულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ემპათიას.კომუნიკაციას , აუმაღლებთ სოციალური  უნარებს.

7
პროექტის მდგრადობა:  

პროექტის მდგრადობა გარანტირებულია, რადგან ამით მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება.  ასევე პროექტი საინტერესო , სახალისო , საინფორმაციო  და ინოვაციური სწავლების სტილია, ამ დროს მოსწავლეები ეცნობიან ხის მნიშვნელობას , აღმოცენებას , ხის მორის დახმარებით მისი წლოვანების დადგენას , ქაღალდის მნიშვნელობას , ადრეულ დროში ქაღალდის უქონლობასა და ტყავზე წერის კულტურას ,ისტორიას.საინტერესო ეპიზოდებს, მცენარეების დარგვას
8
კავშირი ესგ
საფეხურები/კლასები: მე-6 ისტ. 
ის ტექნ. VI.1.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

ის ტექნ. VI.2.
მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

ის ტექნ. VI.3.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

ის ტექნ. VI.4.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის

(ბიოლ.საბ.11,12,13).         ეკოლოგიის შესახებ მიღებული ცოდნის დაკავშირება  სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან   (ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მედიცინა);
9
სპეციალური საჭიროებები:
მივცემ დამატებით დროს და მითითებებს, გავითვალისწინებ მის უნარებს ჯგუფებად დაყოფის დროს.
10
ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:

1.  მომზადება - პროექტის თემისა და მიზნების განსაზღვრა, კლასის დაყოფა ჯგუფებად.
2.      დაგეგმვა - მასწავლებლის კონსულტაცია ტყის მცველებთან, ინფორმაციის  მოძიებისა და ანალიზის განსაზღვრა.
3.      კვლევა - საჭირო ინფორმაციის შეგროვება და (ინფორმაციის გაცხრილვა) ,  კითხვარიჩემი ტყე“, სადაც მოახდინეს ანკეტური გამოკითხვა ოჯახის წევრებთან ,რას გამოიწვევდა ტყის გაჩეხვა, გაესაუბრნენ ტყის მცველებს: ,,ჩაქუჩზე არსებული  ბეჭდის „ დახმარებით როგორ დაადგინონ ხის სიჯანსაღე   .  ჩანახატების პრეზენტაცია თემაზეტყე შეუნახე შვილებსა“, კვლევა: ,,ერთი ხის ნაჩუქარი ჟანგბადი“. 
             
 დისკუსია თემაზე:რამდენად მნიშვნელოვანია გაუფრთხილდე რვეულის ფურცლებს , არ დახიო უმიზეზოდ , არ ესროლო მეგობარს და ამით მეორე დანაშაული არ ჩაიდინო, არ გახადო ბულინგის მსხვერპლი მეგობარი, შეუცვლელი და ფასდაუდებელია ტყე ,როგორც ოჯახის თითოეული წევრი (დედა, მამა, და დაა ძმა);
4.      დასკვნები - დასკვნების ფორმულირება, კედლის გაზეთის  გაფორმება, ბუკლეტების დამზადება, „პოსტერული სესია“ – „საგვარეულო ხე“, „ფოტორეპორტაჟი“,  სლაიდ-შოუს მომზადებაჩემი წინაპრების ჩანაწერები ტყავზე“, სხვა ქვეყნებში ტყის არსებობა და ქაღალდის დამზადება გაცნობა და განხილვა-მსჯელობა;  
 5.    პროექტის -წარდგენა:  ნუ ამოხევ რვეულიდან ფურცელს , ნუ გაწირავ ხეს’’პრეზენტაცია (დაცვა).


11
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები:

ტექნოლოგიური პრობლემა (ელექტრონერგიის ან  ინტერნეტ მომსახურების გათიშვა).

მოწავლეთა მხრიდან გაცდენა ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით.დავუკავშირდები ტელეფონით ან  სოციალური ქსელის მეშვეობით.
12
შეფასება

პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს-დაკვირვებას და სახალისო ტესტირებას დახურული შეკითხვებით.  საჭიროების შემთხვევაში მოვახდენ ჩარევას, რათა სწორად წარიმართოს პროცესი. პროექტის დასასრულს  მოსწავლეები შეავსებენ შეფასების კითხვარს, სადაც ისინი შეაფასებენ პროექტის მნიშვნელობას.
მოსწავლეებს შეუძლიათ თანამშრომლობა და იციან გუნდური მუშაობის პრინციპები, მათ შეუძლიათ  კომპიუტერთან მუშაობა.
დიფერენცირებული სწავლება: მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები: მივცემ ნებას იყოს ლიდერი, შემომთავაზოს იდეები.
13
მონიტორინგი

საყვარელო მოსწავლეებო ,იმისთვისრომ  მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთმინდა გავარკვიოროგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი  შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა   ბ) მასწავლა   გ) ახალი არაფერი მისწავლია
2. როცა დახმარება გჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის შენ გვერდით იყო?
ა) დიახ    ბ) არა
3. შედეგით კმაყოფილი ხარ?
ა) დიახ    ბ) არა
4. ყველაზე მეტად რა მოგეწონა პროექტში?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რა არ მოგეწონა პროექტში?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                     

14
დამხმარე რესურსები:
ხის მორი,ფორმატი,მარკერი,ცარცი,დაფა,ინტერნეტი

15
პროექტის ხელმძღვანელი
ანა შავლოხაშვილი

No comments:

Post a Comment