პროექტი:" ნუ ამოხევ რვეულიდან ფურცელს, ნუ გასწირავ ხეს" რეფლექსია

სსიპ ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლა
2019-2020 სასწავლო წელი
I სემესტრი

პროექტის ელექტრონული მისამართია: 

პროექტი „ნუ ამოხევ რვეულიდან ფურცელსნუ გაწირავ ხეს’’  განხორციელდა სსიპ ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლაში 2019-20120 სასწავლო წლის პირველ სემესტრში. მასში ჩაერთო საბაზო საფეხურის მე-7 კლასის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები.

პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც  რეალურ  ცხოვრებაში  მათ უნდა  გაიაზრონ, ბუნებას სჭირდება გაფრთხილება, ყველა რვეული მზადდება ხისგან, რომელსაც ჭრიან და მერე ამუშავებენ... ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მწვავე პრობლემა. დღეს, როცა მაქსიმალურად გაიზარდა შხამ-ქიმიკატების წარმოება და მისი გამოყენება მცენარეთა სხვადასხვა დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ, ბუნება დაბინძურდა ტრანსპორტის გამონაბოლქვებით და უამრავი სხვა მავნე აირებით, მით უფრო მეტ ზრუნვას, ყურადღებას და მოფრთხილებას მოითხოვს გარემო, სადაც ვცხოვრობთ და რომლის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენელია.
როექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს შემდეგი საკითხების განხილვა:
1. ქაღალდის გამოგონების ისტორია;
2. ქაღალდის წარმოების ტექნოლოგიის გაგება;
3.ქაღალდის წარმოების პროცესის დაკავშირება ეკოლოგიასთან;
4.ქაღალდის სახეები: ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და საკუთარი შეხედულებების განხილვა;
პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
პირველ ეტაპზე შევხვდი პროექტის იდეის რეალიზებისათვის  სკოლის ადმინისტრაციისამშობლებსა  და მოსწავლეებსმოსწავლეებთან ერთად დავაკომპლექტე საინიციატივო ჯგუფი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებითდაიგეგმა აქტივობები,პროექტის ვადები და საჭირო რესურსების მომზადება.

პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვითმასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზეპროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებითპროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზებირადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსურისამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.

პროექტის დასასრულს  მოხდა პროექტის დახურვაჩატარდა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება

პროექტის განმავლობაში გადაღებული ფოტო მასალა:












No comments:

Post a Comment