სოციალური პროექტი - „მოზარდი და სოციალური ქსელები“
რეფლექსია
ქსელები“ გახორციელა ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლაში 5.10.2019 და 25.10.2019
ჩათვლით. მასში ჩაერთო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, რომელიც აქტუალურია დღევანდელ ყოფა-ცხოვრებაში. დღეს 21-ე საუკუნეში ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ჩართულია ინტერნეტ სივრცეში. იგი ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა ურთიერთობის დამყარებისთვის. სოციალური ქსელები კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მათი საშუალებით, მსოფლიოს ერთი ბოლოდან, მეორე ბოლოში სულ მარტივად ხდება დაკავშირება. სოციალურმა ქსელებმა საზოგადოების ცხოვრება უფრო საინტერესო, სახალისო და ადვილად აღსაქმელი გახადა. კომპიუტერის როლი არის უმნიშვნელოვანესი, ასევე უმნიშვნელოვანესია იმ ნორმების დაცვა, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
პირველ ეტაპზე შევხვდი პროექტის იდეის რეალიზებისათვის სკოლის ადმინისტრაციისა, მშობლებსა და მოსწავლეებს. მოსწავლეებთან ერთად დავაკომპლექტე საინიციატივო ჯგუფი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. დაიგეგმა აქტივობები,პროექტის ვადები და საჭირო რესურსების მომზადება.
პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით, მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები. პროექტის განხორციელების პერიოდში გამოვლინდა მცირე ხარვეზები, რადგანაც პროცესი იყო მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.
პროექტის დასასრულს მოხდა პროექტის დახურვა, ჩატარდა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება. პროექტში მონაწილე აქტიურ წევრებს სიმბოლურად გადაეცათ მადლობის სერთიფიკატები. პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა. რაიმეს ცვლილება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.
პროექტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტო მასალა








No comments:
Post a Comment